Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სატრანსპორტო კომპანიამ „გებრიუდერ ვაისმა“ უზრუნველყო თსუ იურიდიული ფაკულტეტისთვის შემოწირული წიგნების გერმანიიდან ტრანსპორტირება

 

ზაარლანდის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორმა დოქ. ტიციანა ქიუზიმ მიმდინარე წელს თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტს საჩუქრად გადასცა იურიდიული ლიტერატურა, ჯამში 150-მდე წიგნი, მათ შორის არის ბევრი სახელმძღვანელო და გერმანული სამართლის მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაშრომები.

 

წიგნების ტრანსპორტირება სატრანსპორტო და ლოგისტიკურმა კომპანიამ გებრიუდერ ვაისმა სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყო. ავსტრიული წარმოშობის კომპანიამ რეგიონალური ტერმინალი თბილისში 2013 წელს დააარსა, რომელიც 2019 წელს კიდევ გაფართოვდა და დღეს ოპერირებს მთელი სამხრეთ კვაკასიისთვის. წიგნების უფასო ტრანსპორტირება, მათი განბაჟება და ასევე დანიშნულების ადგილზე მიწოდება კომპანიამ განახორციელა თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. 

 

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი მადლობას უხდის ზაარლანდის უნივერსიტეტს წიგნების დონაციისთვის და კომპანია გებრიუდერ ვაისს დიდი მხარდაჭერისთვის. კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა წიგნების საქართველოში მიღებაში, რაც წარმოადგენს განათლების სექტორში ბიზნესის ჩართულობის მნივნელოვან მაგალითს.